149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება უწყების ადგილობრივმა საბჭომ მიიღო.
საბჭოს წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად 149 პირობით ვადამდე გათავისუფლებული ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდება.