20 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
13 ივნისი - 2015 წლის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა

2015 წელი ქვეყნის ისტორიაში უპირველეს ყოვლისა ტრაგიკული თარიღით შევა. 13 ივნისის ღამე და თბილისი წყალში. წარმოუდგენელი ტრაგედია, რომელმაც რამდენიმე საათში 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათეულობით ოჯახი კი უსახლკაროდ დატოვა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

სტიქიის დროს განადგურდა თბილისის ზოოპარკის დიდი ნაწილი. ცხოველთა ნაწილი გადარჩა, ნაწილი წყალდიდობამ იმსხვერპლა, ნაწილი კი სპეცრაზმელებმა დახოცეს.  13 ივნისის სტიქიის დროს დაიღუპა თეთრი ლომის ბოკვერი შუმბაც.

ქართველების ასეთი ერთიანობა, როგორც ივნისში იყო, დედაქალაქს დიდი ხანია, არ უნახავს. სტიქიური უბედურების შედეგებთან საბრძოლველად ათასობით ადამიანი ერთად დადგა. მაშინ მოხალისეების აქტიურობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა.

კურიერი კი სტიქიური უბედურების  ზონიდან პირველივე წუთებიდან მაუწყებლობდა. 

რუსთავი2 იყო პირველი ტელევიზია, რომელმაც მოსახლეობას გააგებინა, თუ რა ხდებოდა იმ წუთებში თბილისში.  კურიერის ჟურნალისტები სიცოცხლის რისკის ფასად სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები