20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
70 საუკეთესო გადაცემიდან 69 რუსთავი2-ისაა - ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ

მძიმე ზაფხულს მძიმე შემოდგომა მოჰყვა და ეს უპირველეს ყოვლისა რუსთავი2-ისთვის. ხელისუფლებამ თავისუფალი სიტყვის გაჩუმება გადაწყვიტა. ეს ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, პირველ და ფორსირებულ შეტევას სამაუწყებლო კომპანიამ გაუძლო.

რუსთავი2-ის ერთიანობამ, სამოქალაქო საზოგადოების 24-საათიან რეჟიმში აქტიურობამ და საერთაშორისო თანამეგობრობის ღია ჩარევამ შედეგი გამოიღო. რუსთავი2 ისევ მაუწყებლობს და არც  მომავალში აპირებს მაუწყებლობის შეჩერებას ან შეწყვეტას. 

მიუხედავად ბევრი სირთულისა, რუსთავი2 მედიაბაზარზე პირველობას არ თმობს. რეიტინგების მიხედვით ის კვლავ პირველია. 2015 წლის საუკეთესო 70 გადაცემიდან 69 რუსთავი2-ისაა

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე 

 

დღის ამბები