20 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ახალი 2016 წელი - დედაქალაქში საახალწლო კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

რამდენიმე საათში საქართველოში ახალი 2016 წელი დადგება. თავისუფლების მოედანზე სცენის მონტაჟი დასრულებულია. სწორედ აქ გაიმართება გალაკონცერტი, რომელიც ღამის 11 საათზე დაიწყება.

საახალწლო ღონისძიებაში 200-მდე მონაწილეა ჩართული. მათ გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს. კონცერტი 3 ნაწილისგან შედგება, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ჟანრის მუსიკა.

ახალი წლის ღამეს სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი ორი საშობაო კომპოზიცია შესრულდება.

პარალელურად, სადღესასწაულო ღონისძიებები ვარდების მოედანზე გრძელდება.

 

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები