მილოცვა ერთ–ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან. ქართველი მეომრები უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად ახალ წელს სავარაუდოდ ისევ პრო–რუსი სეპარატისტების მორიგი შემოტევის მოგერიებაში შეხვდებიან.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ ომია და დღესასწაულის მოახლოვება აქ მხოლოდ კალენდარზე ჩანს.
თუმცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები და უკრაინელები ახალ წელს მართალია მოკრძალებულად, მაგრამ მაინც აღნიშნავენ, ოღონდ ფრონტის წინა ხაზზე სადღესასწაული ფეირვერკებს ტყვიები და ჭურვები ანაცვლებს.
ავტორი თამარ ბაღაშვილი