UEFA-ს სუპერთასისთვის თბილისში გამართული შეხვედრა გულშემატკივარმა წლის საუკეთესო მატჩად აღიარა. 11 აგვისტოს დინამო არენაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსული 51 490 გულშემატკივრის თვალწინ ბარსელონამ 5-4 დაამარცხა სევილია.
თბილისში დამყარდა დასწრების რეკორდი. 9 გატანილი ბურთი - ესეც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
UEFA-ს ოფიციაულური ვებგვერდის გამოკითხვაში მონაწილეობა 75 233-მა ადამიანმა მიიღო და 45%-მა საუკეთესოდ სწორედ ჩვენს დედაქალაქში გამართული შეხვედრა აღიარა.
თბილისისთვის წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც, რომელიც ოლიმპიურმა კომიტეტებმა წარმატებულად შეაფასეს.
2015 წარმატებული იყო ქართველი რაგბისტებისთვის და მოჭიდავეებისთვისაც. ასევე კალათბურთელებისთვის.
ავტორი: დავით ერაძე, ჯემალ ფარცახაშვილი