განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული.
“გერმანული სისტემა არის დუალური განათლების მოდელი, რომელიც ნიშნავს, რომ საგანმანათლებო პროცესში წამყვანი როლი უჭირავს დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, ანუ ინდუსტრიას, რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება. ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული და შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.