19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნიკა გვარამია მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო. სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, მოითხოვა რომ მოსამართლეს განემარტა, თუ რატომ დააჯარიმა.

მოსამართლემ განმარტა, რომ ნიკა გვარამია დააჯარიმა, რადგან მან მოსამართლეს უწოდა "დავალების შემსრულებელი", მოსამართლის შეფასებით, ეს არის უხამსი.

ნიკა გვარამიამ კი აღნიშნა, რომ მის ნათქვამში უხამსი არაფერი ყოფილა, მისი სიტყვა მხოლოდ პირად შეფასებას შეიცავს.

„წარმოუდგენელ რამეს აკეთებთ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა. ის სასამართლო პრეცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.

რუსთავი 2-ის დირექტორმა ასევე მოითხოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება. გვარამიას განმარტებით მოსამართლე ნაზღაიძე რუსთავი 2-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს.

დღის ამბები