19 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე-ხმაურით დაწყებული სასამართლო პროცესი და 500 ლარიანი ჯარიმა

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ ნატა ნაზღაიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ დააკმაყოფილა და პროცესი 30 მაისს ჩაინიშნა. რუსთავი 2-ის ადვოკატებმა სასამართლო სხდომის გადადება ტელეკომპანია საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით მოითხოვეს, რომელსაც ყადაღა ადევს და რომლის განხილვის ვადაც 2 თვის წინ ამოიწურა.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხმაურით დაიწყო. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მისი აცილება მოითხოვა. ეს შუამდგომლობა მოსამართლეებმა რა დააკმაყოფილეს.

ამ შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა, მიზეზად კი ნატა ნაზღაიძემ მოსამართლის მიმართ უპატივცემულობა დაასახელა.

რუსთავი 2-ის მიერ დღეს წარდგენილ არც ერთ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი.

სააპელაციო სასამართლოს მორიგ სხდომამდე მოსამართლეებმა ტელეკომპანია საქართველოს სარჩელზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადონ. 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ნათია ტრაპაიძე, დავით ქაშიაშვილი. 

დღის ამბები