19 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
"დელტა ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს,"- უჩა ძოძუაშვილი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებზე საუბრობს

კურიერის ინფორმაციით, დელტას ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის პოსტიდან მოხსნის გადაწყვეტილება 2 დღის წინანდელ სეტყვას უკავშირდება, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გასროლა არ მომხდარა. დანადგარები კი დელტას დამზადებულია.

უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ დელტა მაქსიმუმს აკეთებს.

"დელტა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს, მაქსიმალურად შევასრულეთ, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, დელტას ბრალეულობა ამ საკითხში არ შეიძლება დადგეს,"- განაცხადა ძოძუაშვილმა.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები