რუსთავი 2-ის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვას სამოქალაქო სექტორი კვლავ აკვირდება. მათი შეფასებით, თუ პროცესები არ წარიმართა გამჭვირვალედ და ისევ გაჩნდა კითხვის ნიშნები გადაწყვეტილების ობიექტურობაზე, არ არის გამორიცხული ეს უარყოფითად აისახოს მედიაგარემოსა და საარჩევნო პროცესზე.
ისინი ეჭვობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებულია. არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ კვლავ ძალაში დარჩეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
„დავის დაწყებასთან დაკავშირებით ეს არ იყო რომელიმე კერძო პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო ხელისფლების გადაწყვეტილება. არ გვაქვს ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო ბერვად განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რადგან საქართველოში საერთო სასამართლოებზე ბატონობა დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა,“- განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ.