19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა გაგრძელდება დღეს სააპელაციო სასამართლოში

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გაგრძელდება დღეს სააპელაციო სასამართლოში. პროცესი ტელეკომპანიის ადვოკატების მიერ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების განხილვით დაიწყება.

ერთ-ერთი პირველი იქნება ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით არსებული საექსპერტო დასკვნის საქმიდან ამოღება, რაც შეეხება ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებას.

ადვოკატები ასევე მოითხოვენ საქმეში მესამე პირთა ჩართვას, ვისგანაც ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, წლების წინ შეიძინეს ტელეკომპანიის წილები.

განიხილავენ მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობაზე გამოტანილ განჩინებებს, რომლითაც მოსამართლე ურთმელიძემ არ აიცილა საქმე.

ამის შემდეგ უკვე დაიწყება სააპელაციო საჩივრის განხილვა. გასაჩივრებულია 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100 პროცენტიანი წილი პირველმა ინსტანციამ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

პროცესი 11 საათზე იწყება. კურიერი პირდაპირ ეთერში სპეციალური გამოშვებით დაბრუნდება.

დღის ამბები