19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომა ტელეკომპანიის ადვოკატების მიერ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების განხილვით დაიწყება.

ერთ-ერთი პირველი იქნება ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით არსებული საექსპერტო დასკვნის საქმიდან ამოღება. სამხარაულის ბიუროს მიერ შედგენილ ამ დასკვნაში შეფასებულია ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულება.

ვინაოდან კანონმდებლობა კრძალავს სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას, რუსთავი 2 დღევანდელ პროცესს მთელი დღის განმავლობაში მცირედი დაგვიანებით და რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. კურიერი დღეს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.

დღის ამბები