სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. არასაპარლამენტო ოპოზიცია პროცესის პოლიტიზირებულობაზე და ხელისუფლების მხრიდან დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ბუნებრივია, ხელისუფლებას არ აწყობს ტელევიზია, რომელიც მის ნაკლოვანებებს აშუქებს, ასევე არ აწყობს, რომ არჩევნების წინ ყავდეს ტელევიზია, რომელიც მოუთხრობს მაყურებელს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება რეალურად ქვეყანაში და იმაზე, რაც სურს ქართულ ოცნებას,“ - აცხადებს ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არ აწყობს განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზიის ყოფნა ეთერში.
„რასაც ჩვენ უყურებთ, სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს მოდავე მხარეს, რაც დაუშვებელია ფდა ვფიქრობ, ამის ფასს ხელისუფლება ძალიან მალე გადაიხდის,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობაში, საზოგადოებაში არ სარგებლობს არანაირი ნდობით სასამართლო, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მთელი საზოგადოება იდგეს იმისათვის, რათა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში არავითარი წინაღობა იმას, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, არ შეექმნას,“ - ანიშნა დავით ჯანდიერმა.