19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ნიკა გვარამიას თქმით, მას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის მტკიცებულებები აქვს

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რაც ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილება მოითხოვა. 

რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.

"სასულიერო პირისგან მაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის თანახმად, პირველი შემადგენლობის ერთ-ერთმა მოსამართლემ გაანდო სასულიერო პირს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლეგიისთვის უკვე ცნობილი იყო გადაწყვეტილება, იგი დაიწერა იუსტიციის სამინისტროში გერმანულ სამართალზე დაყრდნობით, მინისტრის თეა წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით და შემადგენლობა იყო ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, გამოძებას დაინტერესების შემთხვევაში მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და დაეხმარება წყაროებთან დაკავშირებაში. რუსთავი 2-ის დირექტორმა თქვა, რომ აღნიშნული წყაროებისგან მას აქვს ნებართვა, რომ ამ საკითხზე ისაუბროს.

მოსამართლეებმა კი განაცხადეს, რომ მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

დღის ამბები