19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"ნიკა გვარამიას განცხადებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს" - ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადება სასამართლოზე საგამოძიებო უწყბების ინტერესის საგანი უნდა გახდეს. გვარამიამ სასამართლო პროცესზე  განაცხადა, რომ წინა კოლეგიის მოსამართლეებზე მოხდა ზეწოლა და ამ ზეწოლის შემდეგ დაინიშნა ამ ეტაპზე მოქმედი, კოლეგია.

„ნიკა გვარამიას განცხადებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და უნდა დაიწყოს გამოძიება. ასეთი აღიარებითი ჩვენება მოსამართლისგან არ ყოფილა და ეს უნდა იყოს გამოძიებული და დადგენილი, მართლა მოხდა თუ არა და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და თუკი მართლა მოხდა რა იყოს ამის მიზეზი. ბუნებრივია ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და სამწუხაროა, რომ დღევანდელმა კოლეგიამ არ გაითვალისწინა და არაფრად ჩააგდო ნიკა გვარამიას განცხადება,“ - განაცხადა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე საქმე გვაქვს სისხლის სასამართლოს დანაშაულთან, რომლის გამოძიებაც აუცილებლად უნდა მოხდეს.

დღის ამბები