19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
სააპელაციო სასამართლო ფორსირებულ რეჟიმზე გადადის და "რუსთავი 2-ის" საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად ემზადება

სააპელაციო სასამართლო ფორსირებულ რეჟიმზე გადავიდა. არ არის გამორიცხული კოლეგიამ ხვალ უკვე გადაწყვეტილება გამოაცხადოს რუსთავი 2-ის საქმეზე ისე, რომ პოზიციების ჩამოსაყალიბებლად სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებს ერთდღიანი ვადაც არ მისცა.

მორიგი სხდომა სასამართლომ ხვალ დილით ჩანიშნა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გეგმებში, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის, რუსთავი 2-ის პოზიციების გათვალისწინება არ შედის.

არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ დააყენა დაკმაყოფილებული არ იქნა. მათ შორის კოლეგიის აცილებისა და საქმეში მტკიცებულებების და მესამე პირების ჩართვის შესახებ.

დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა წინა კოლეგიის შემადგენლობაზე მიმდინარე ზეწოლის კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა და სასამართლოში მოწმეების დაბარებაც მოითხოვა, თუმცა ეს გარემოებაც უგულებელყოფილი იქნა სასამართლოს მიერ.

ახლა კოლეგიის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად გამოაცხადოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.

პროცესი ხვალ 10:00 საათზეა დანიშნული.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები