სააპელაციო სასამართლოს პროცესის ფორსირებაში ადანაშაულებენ. განხილვის გადადებაზე უარი კოლეგიამ დღევანდელი სხდომის განმავლობაშიც რამდენიმეჯერ თქვა. ერთ-ერთი შუამდგომლობით ტვ საქართველოს წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ მათ დღეისთვის ჩანიშნული აქვთ სხვა პროცესიც და ამის შესახებ რამდენიმეჯერ გააფრთხილეს რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი სასამართლოც. ადვოკატის განცხადებით, მაშინ ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ განმარტა, რომ 31 მაისი მათ განრიგში დაკავებული იყო და სხდომა დღეს არ გაიმართებოდა. გუშინ, 30 მაისის, დღის ბოლოს, კი მხარეებისთვის მოულოდნელად განხილვის გაგრძელება სწორედ დღეისთვის დაიგეგმა.
რუსთავი 2-ს საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიის წევრებს, დღეს დილიდან ჩანიშნული ჰქონდათ რამდენიმე, სრულიად სხვა პროცესი, თუმცა, მათ მიერ, გუშინ რუსთავი 2 -ის საქმის განხილვის ბოლო, მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომ რუსთავი 2-ის ხელახალი პროცესი ჩანიშნულიყო, შეიცვალა მათი დღის წესრიგი და გადაიდო ის საქმეები, რომლებიც მათ დილიდან ჰქონდათ ჩანიშნული.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სამდივნოშიც, სადაც ამბობენ, რომ რადენიმე პროცესი, ნატალია ნაზღაიძის და ნათია გუჯაბიძის მონაწილეობით, გადაიდო სწორედ მოსამართლეთა არასრული შემადგენლობის გამო.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიამ გუშინ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროცესი განახლებულიყო დღეს.
სწორედ რუსთავი 2-ის პროცესი გახადა მიზეზი იმისა, რომ კოლეგიის წევრ მოსამართლეებმა შეცვალეს საკუთარი განრიგი და ყველა სხვა პროცესები, რომლებიც ჩანიშნული ქონდათ დღის პირველ ნახევარში, გაუქმებულია.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.