19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
„არსებობს შეკითხვები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით," - ჯონ მაკკეინი

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საკითხზე და საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკკეინი განაცხადებს, რომ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს და საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და რეგიონისთვის სამაგალითო არჩევნების ჩატარება.

„არსებობს შეკითხვები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს თავისუფლებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ჯონ მაკკეინიმ.

ჰიუმან რაითს ვოჩის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

„ამიტომაც, ჰიუმან რაითს ვოჩი განიხილავს მედიის თავისუფლებას, როგორც თავისუფალი საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილს,“ - განაცხადა კენეტ როთიმ.

საქართველოს ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ  ამ კუთხით, თავად შეერთებულ შტატებშიც არ არის იდეალური ვითარება.

დღის ამბები