19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის გადაწყვეტილების გამო, სააპელაციო სასამართლოს მუშაობა შეფერხდა

რუსთავი2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. გუშინ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო, გამართულიყო რუსთავი2-ის სასამართლო სხდომა დღეს, სააპელაციო სასამართლოს მუშაობა შეაფერხა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გადადებულია 11 სასამართლო პროცესი. გადადების მიზეზი მოსამართლეების ნათია გუჯაბიძისა, ნატა ნაზღაიძის და ქეთევან მესხიშვილის მოუცლელობა გახდა, რომლებიც ამ დრომდე რუსთავი2-ის საქმის განხილვას ესწრებიან.

ნატა ნაზღაიძემ გადაწყვეტილება, გამართულიყო რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი დღეს, გუშინ საღამოს სხდომაზე ისე მიიღო, რომ მხარეებისთვის და არც კოლეგა მოსამართლეებისთვის არ შეუთანხმებია.

დღის ამბები