03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
თბილისში სუპერთასის ფინალი 2015 წლის 11 აგვისტოს გაიმართება

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენზე“ უეფას სუპერთასის ფინალური მატჩი 2015 წლის 11 აგვისტოს გაიმართება. სპეციალურად შექმნილი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა.

სტადიონზე ჩასატარებელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები - უნდა განახლდეს სტადიონის ინდივიდუალური სავარძლები და პრესცენტრი. სტადიონზე ასევე დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა.

დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სტადიონამდე მისასვლელი მარშრუტების დაგეგმვას და გზების რეაბილიტირებას.

უეფას სადამკვირვებლო კომისიას,რომლიც თბილისში 14 ნოემბერს იმყოფებოდა ქართულმა მხარემ არაერთხელ დაუდასტურა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერა.

დღის ამბები