19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
თავი დაანებოს სასაცილო რიცხვების მიწოდებას, რომელსაც ის ბრძენი კაცი სასაცილო წერილში იყენებს - ზაზა ბიბილაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილს

რუსთავი2-ის საქმეზე ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი გადაცემა არჩევანში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე საქმე ქიბარ ხალვაშის კომპიუტერიდან ამობეჭდილ ორ ფურცელს ეფუძნება.

ბიბილაშვილმა გადაცემაში ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც, გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელიც არსებულ საქმეზე მინისტრმა გააკეთა და რუსთავი2-ის სასამართლო პროცესს "ორ სუბიექტს შორის მიმდინარე დავა" უწოდა.

„ეს არის სუფთა რუსული რიტორიკა. მე ვისურვებდი, ქუმსიშვილმა თავის საქმეს მიხედოს და არა სასაცილო რიცხვები მიაწოდოს იმ ბრძენ კაცს, რომელიც მერე თავის სასაცილო წერილებში იყენებს ამ სასაცილო რიცხვებს,“ - განაცხადა ზაზა ბაბილაშვილმა.

დღის ამბები