რუსთავი 2-ის საქმესა და სასამართლო პროცესებს კიდევ ერთხელ აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობის წევრთა აზრით, მოსამართლეები საქმეს დაჩქარებულად განიხილავენ. ამის მიზეზად კი პოლიტიკურ დაინტერესებას მიიჩნევენ.
„თითქმის სამარცხვინო მდგომარეობაა, რომ არც ერთი შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული. ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის პიკზე არ სჭირდება რუსთავი 2 ისეთი, როგორიც ის დღეს არის,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
თავისუფალი დემოკრატების შეფასებით კი, სააპელაციო სასამართლოს ამ კოლეგიას არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.
"არც სასამართლოა დამოუკიდებელი და არც მედია არ არის თავისუფალი," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.