რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კვლავ ამტკიცებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ხელისუფლება მის გადაწყვეტილებებში არ ერევა.
როგორც უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, ქვეყნის ინტერესებშია, რომ რუსთავი 2 უნდა დარჩეს კრიტიკული.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავდგეთ გვერდით და მივცეთ სასამართლოს ის თავისუფლება, რომელსაც მოითხოვს ჩვენგან ყველა. ქვეყნის ინტერესებშია, რომ რუსთავი 2 დარჩეს ისეთივე სუპერკრიტიკული და ხშირად არაობიექტურად კრიტიკული ხელისუფლების მისამართით. ეს ჩვენ გვაფხიზლებს და გვაძლევს შემდგომ მოტივაციას, რომ ვიყოთ უფრო ფხიზლები და უფრო მოტივირებულები,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.