19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ავარიული სკოლა ხაშურში - ჭერიდან ბათქაშის ჩამოყრის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა

სამი მოსწავლე დაშავდა ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს. ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიების დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა, რის შედეგადაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა.

მშობლების თქმით, შენობა უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ისინი ახალი სკოლის აშენებას ითხოვენ. დირექტორის განცხადებით კი, შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება.

"წლევანდელ სამოქმედო გეგმაში შესულია 600 სკოლა და სარეზერვო გეგმაში კიდევ 1000-მდე სკოლაა. მათ შორის, გეგმაშია სწორედ ხაშურის სკოლა, მომზადებულია პროექტი და სასწავლო პროცესის შემდეგ იგეგმება სრულფასოვანი სარეაბილიტაციო სამუსაოების ჩატარება“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. 

დღის ამბები