საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე ნატოს წევრ ქვეყნებში მიემგზავრება. ვიზიტები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტისთვის მზადებას უკავშირდება.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობა ავიაციისა და საჰაერო ძალების რეფორმას იწყებს.
მინისტრ თინა ხიდაშელის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი დაინიშნება.
„გენშტაბთან და სამხედროებთან ერთად, ყველა საკითხის დეტალურად გავლის შემდეგ, მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილება სარდლების შექმნის შესახებ,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.