პანორამა თბილისის პროექტისა და ბოტანიკური ბაღის შეცვლილ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის არაკანონიერებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თავის კვლევაში.
მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი მასშტაბების მშენებლობა მკაცრი დაცვის ტერიტორიაზე არ არის კანონით განსაზღვრული.
ეს ტერიტორიები თბილისის საკრებულოს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე უნდა მიეთითებინა, რაც არ გააკეთა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა ისეთ ზონაში გასცა, სადაც კანონით არ იყო შესაძლებელი მსგავსი პროექტების განხორციელება.
საკრებულოში აცხადებენ, რომ განმარტებებს კვლევის გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.