ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს. სოხუმში გამართულ პრეს კონფერენციაზე ამის შესახებ FIFA-ს შვედმა აგენტმა დაგ ლარსონმა და სერგეი აზიზოვმა ისაუბრეს.
ლარსონმა დადებითად შეაფასა აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატი, რომელიც არაღიარებულ ერთეულებს აერთიანებს, თუმცა მას საერთო არაფერი აქვს FIFA-სთან.
სერგეი აზიზოვმა, რომელიც შვედეთში საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობს, განაცხადა, რომ უკვე დაუკავშირდა FIFA-ს აფხაზეთის წევრობის მოთხოვნით. მისი თქმით, FIFA-ს აგენტები უკვე განიხილავენ აფხაზეთის ნაკრებთან მატჩების ჩატარების საკითხსაც.
ამ დრომდე აღნიშნულზე კომენტარი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ დაგ ლარსენი FIFA-ს მიერ ლიცენზირებულ აგენტთა სიაშია შესული.