ბათუმში სლოვაკეთისა და საქართველოს ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს - ღონისძიებას ქვეყნების პრეზიდენტები ესწრებიან.
გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში ქვეყნის მიმზიდველ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა.
“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები, რეგიონში, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი კორუფციის დონე და აგრეთვე ძალიან მაღალი მაჩვენებლები ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ანდრეი კისკამ კი ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და ბიზნესის რამდენიმე მნიშვნელოვან დარგზე ილაპარაკა.
„საქართველოში საკმაოდ მაღალია ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ჩვენ ვართ ძლიერი მხარდამჭერი თქვენი ქვეყნის და მუდმივად დაგიჭერთ მხარს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევაში,“ - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ.