შინაგან საქმეთა სამინისტრო ამიერიდან, ყოველი წლის პირველ ივნისს 112-ის გმირის წოდებით დაჯილდოვებს ყველა ბავშვს, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში. დაჯილდოვების პირველი ცერემონია დღეს გაიმართა. 112-ის გმირის წოდება ოთხ ბავშვს მიენიჭა. მათ კრიტიკულ ვითარებაში დროულად და სწორად დარეკეს 112-ში.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ ოპერატორებს, რომლებიც მათ მძიმე წუთებში დაეხმარნენ.