ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში ღონისძიებები იმართება. პარკში ბავშვები მშობლებთან ერთად დილიდან იკრიბებიან და მიმდინარე აქტივობებში იღებენ მონაწილებას.
ვაკის პარკში ქალაქის მერიც იმყოფებოდა. დავით ნარმანია მიმდინარე გამოფენა-გაყიდვები დაათვალიერა, კონცერტს დაესწრო და ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა.