01 ოქტომბერი 2024,   23:32
ვრცლად
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა კომედი შოუს მსახიობის თათია სულუაშვილის თეატრალურმა სახელოსნომ. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სახელოსნოს აღსაზრდელებმა პატარებისთვის წარმოდგენა დადგეს. დღეს პრემიერა იყო.

სპექტაკლის ბოლოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს აუზის ერთ თვიანი აბონიმენტები გადაეცათ. კომედი შოუს მსახიობის თათია სულუაშვილის თეატრალური სახელოსნო მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო აქციებს.

დღის ამბები