19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
„არის შეშფოთება"- ირინე იმერლიშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში და ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ირინე იმერლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდება. მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ მედიის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„არის შეშფოთება, მაგრამ ამავდროულად არის ღია პროცესი, ამიტომ დაველოდებოდი. პრეზიდენტი ძალიან გულისყურით ადევნებს სასამართლოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახლა საარჩევნო წელია, მედიის თავისუფლება ახლა უფრო მეტად არის საყურადღებო,“- განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. 

ავტორი: ეკა გაგუა. 

დღის ამბები