19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"წინასწარ იქნენ შერჩეული ისეთი მოსამართლეები, რომელზეც პირდაპირი გავლენა ექნებოდა ხელისუფლებას“- გიორგი ტუღუში

თუ საჭიროა საქმე უნდა გამოიძიონ - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„თუ მოსამართლეს ან ამ საქმეში მონაწილე ნებისმიერ ადამიანს, რაიმე ისეთი გააჩნია, რაც დასაძრახია და სამართლებრივად არასწორია, უნდა გამოიძიოს და განიხილა შესაბამისმა სტრუქტურამ,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია საგანგაშოა და ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა თავიდან უნდა აიცილოს.

„ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პირდაპირი ბერკეტი გააჩნია ამ მოსამართლეზე ზემოქმედების, წინასწარ იქნენ შერჩეული ისეთი მოსამართლეები, რომელზეც პირდაპირი გავლენა ექნებოდა ხელისუფლებას, ეს არის საგანგაშო ინფორმაცია, ამ მოსამართლემ თავად უნდა აიცილოს ამ კოლეგიაში ყოფნა“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

დამატებით განმარტებებს ორივე მხარისგან ითხოვენ დანარჩენი პარტიები.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები