19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ "რუსთავი 2"-ის საქმე უნდა აიცილოს - სამოქალაქო სექტორი

სამოქალაქო სექტორის აზრით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ მასზე შესაძლო მანიპულირების გამო რუსთავი 2-ის საქმეზე უარი უნდა თქვას.

ამის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოსამართლე შესაძლო თაღლითობაშია შემჩნეული, ის თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა, რეალურად საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა.

გუჯაბიძე პროკურატურაში საქმის აღძვრას, 2014 წელს იუსტიციის საბჭომ გადაარჩინა და საქმის მასალები საგამოძიებო უწყებაში არ გადაგზავნილა, ის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით შემოიფარგლა. თუმცა, არ არის გამორიცხული, პროკურატურა ამ მასალებს ფლობდეს, რაც შესაბამისად, მოსამართლეზე მანიპულირების ძლიერ ბერკეტს წარმოადგენს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები