19 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
"დავინახეთ მობილიზებული პოლიტიკური სპექტრი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ"- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩნდება კითხვის ნიშნები და მოუწოდა ხელისუფლებას, მედიასთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინოს.

მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით გასულ წელს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის მობილიზება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას.

„კულისებს მიღმა მიმდინარე თემები მიუღებელია ჩემთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. როდესაც რაღაც დაგეშვა მიმდინარეობს პოლიტიკოსების მიერ, რაც ჩვენ შარშან დავინახეთ მობილიზებული პოლიტიკური სპექტრი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ყურებადიც, კითხვის ნიშნები რჩება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირს, სახელმწიფო მოხელეს, რომ გაიაზროს მნიშვნელობა, რომ მედიასთან ურთიერთობა არის საჭირო ძალიან ფრთხილად,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები