ოპოზიცია რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილ ვითარებას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გზაზე მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს.
ევროპულ საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას, სადაც გადაწყვეტილება ვერც ამჯერად მიიღეს, თბილისში აფასებენ. ოპოზიცია ხელისუფლების არაადეკვატურ ქმედებებზე საუბრობს.
„უახლოეს პერიოდში მივიღებთ ვიზას თუ არ მოხდა კორცხელის თემები, რუსთავი 2-ის საკითხი, ან სხვა მედიასაშუალებაზე თავდასხმა თუ არ მოხდა,"- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ზურაბ აბაშიძემ.
მმართველ გუნდში სხდომის გადადებას ტექნიკური მიზეზით ხსნიან და ამბობენ, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში, აუცილებლად ისარგებლებს უვიზო მიმოსვლით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს საკითხზე უკვე მეორედ იმსჯელეს. წინასწარი ინფორმაციით, ელჩების დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება.