დღეს პოლიციელის დღეა - პროფესიულ დღესასწაულს სამართალდამცველებს ხელისუფლების პირველი პირები მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დილის 11 საათიდან დაიწყება.
ცერემონიას პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის გზატკეცილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით აკრძალულია.