აქციას მართავენ შს სამხარეო პოლიციასთან, დაკარგული ნიკა საღირაშვილის ოჯახის წევრები. როგორც ახლობლები ყვებიან, 26 წლის ახალგაზრდას უკვე მე-5 დღეა უშედეგოდ ეძებენ.
ისინი პოლიციისგან ითხოვენ გაგრძელდეს სამძებრო სამუშაოები ან დადგინდეს, არის თუ არა ნიკა საღირაშვილი დაკავებული ოკუპანტების მიერ.