მთავარი პროკურორი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ რაიმე საქმის მიმდინარეობას არ ადასტურებს. ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი შოთაძე სიცრუეს უწოდებს.
"ეს არის ტყუილი, ყოველთვის შესაძლებელია ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც არავის გადაუმოწმებია, გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა", - განაცხადა შოთაძემ.
ავტორი: ანა წერეთელი