მაყურებელი 8 ივნისიდან რუსთავი 2-ის ეთერში ფორმულა კრეატივის ახალ სერიალს იხილავს. ხელოვნური სუნთქვა ეთერში კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს გავა 9 საათიანი კურიერის შემდეგ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სერიალის ქუდისთვის სიმღერის ჩაწერა, რომელსაც X ფაქტორის კონკურსანტი ნინა ყიფშიძე ასრულებს.