19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"გინდათ, რომ ნათია გუჯაბიძე დააშანტაჟოთ"- თამაზ მეჭიაური რუსთავი 2-ს მიმართავს

მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კანონმდებლები ეხმაურებიან. თამაზ მეჭიაურს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ს ბინის ქირაობის გარკვევა კი არ აინტერესებს, არამედ ის, რომ ნათია გუჯაბიძე დააშანტაჟოს.

„მე ვერ გამოვდგები ქალბატონი ნათიას ადვოკატად, არ ვიცი რა ქმედებებს ჰქონდა ადგილი. თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, სწორად ჰქონდა თუ არა ნაქირავები, გინდათ, რომ ის დააშანტაჟოთ, რომ ის გადაწყვეტილება მიაღებინოთ, რაც თქვენ, თქვენ კი არა, თქვენ რა შუაში ხართ, უკეთესადაც იგრძნობთ თავს, მე ხომ ვიცი რა მაჯლაჯუნების ხელში ხართ და ერთი სული გაქვთ როდის გათავისუფლდებით,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეზე გავრცელებული ინფორმაცია თუ დასტურდება, ეს არის მიუღებელი.

ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება უნდა მოხდეს.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები