მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, მხოლოდ განცხადებას გაავრცელებს, სადაც მათი პოზიცია იქნება დაფიქსირებული.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას კურიერთან სატელეფონო საუბარში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ეხმაურება. მერაბ გაბინაშვილი დეტალებზე არ საუბრობს და საბჭოს საერთო პოზიციას ელოდება.
გაბინაშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს ერთიანი პოზიცია საზოგადოებისთვის საჯარო იქნება.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე