პრემიერს, რომელმაც რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე განაცხადა, რომ „კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი" ნიკა გვარიამ უპასუხა. გვარამიას თქმით, ადამიანებს, როცა საპასუხო არაფერი აქვთ შეურაცხყოფაზე გადადიან.
„ადამიანებს, როდესაც საპასუხო არაფერი აქვთ, შეურაცხყოფებზე გადადიან. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, ჯერ გრეჩიხას „შნირი“ იყო, ახლა ბიძინა ივანიშვილის „შნირია“, უკაცრავად ჟარგონისთვის, ორივესგან ფულს იღებდა ახლაც და მაშინაც, დანაშაულს ჩადიოდა, საპასუხო არაფერი აქვს და შეურაცხყოფაზე გადადის.
მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა, რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მანამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.