19 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მოსამართლის ბინის სკანდალი და ახალი დოკუმენტაცია, რომელიც "რუსთავი 2-მა" მოიპოვა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სკანდალთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაციას ასაჯაროვებს, საიდანაც ირკვევა, რომ ნათია გუჯაბიძეს იუსტიციის საბჭო ბინის ფულს 2011 წლიდან 2015 წლის ივლისამდე უხდიდა. თანხის გადახდის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს ლევან მურუსიძე აწერს. 

ნიკა გვარამია ინტერესდება რა მიზეზით შეუწყდა დაფინანსება ნათია გუჯაბიძეს თუ იუსტიციის საბჭოს არ დაუფიქსირებია გადაცდომა მის საქმიანობაში. 

როგორც ცნობილია მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსამართლე გუჯაბიძე მისი ოჯახის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, ბინის ქირას კი ის საკუთარ დედას უხდიდა. ის ფაქტი, რომ ქირის ფულს სახელმწიფო უხდიდა გუშინ გუჯაბიძის დედამაც დაადასტურა.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ირინა ჯორბენაძე.

დღის ამბები