19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
პოლიციის დღე - შსს-თან მთავრობის პირველ პირებთან ერთად, რიგითი პოლიციელები შეიკრიბნენ

პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ - დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უწყების და მთავრობის პირველ პირებთან ერთად, რიგითი პოლიციელები და სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პოლიციელებს და მოწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა და ის პოლიციელები გაიხსენა, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ შეკრებილებს სიტყვით პრემიერმინისტრმაც მიმართა.

პოლიციელის დღეს უწყებასთან მიმდინარე ღონისძიებას ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწრებოდნენ. 

პოლიციელის დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება, თუმცა თარიღი წელს კიდევ ერთხელ შეიცვალა.

ავტორები: ანა წერეთელი, სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები