მოსამართლე გუჯაბიძის საქმიდან აცილების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მედია ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გამოთქმული ბრალდებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
მათი აზრით, აუცილებელია, მან საქმე აიცილოს, რადგან რუსთავი 2-ის საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ არ დადგეს მოსამართლეთა კოლეგიის მიუკერძოებლობა.
ამის მიუხედავად, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე გუჯაბიძე საქმეს აიცილებს რადგან, მან ეს აქამდეც არ გააკეთა, არა ერთი მიზეზის მიუხედავად. მათი შეფასებით, ნათლად ჩანს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია.