19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
სოფელ დუზაგრამის გამგებელს მუქარაში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამის გამგებელს მუქარაში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მოქალაქე სეიმურ ნიაზოვი აცხადებს, რომ გამგებელი ჯერ მას შვილების დახოცვით ემუქრებოდა, გუშინ კი გზაში დახვდა და სასტიკად სცემა.

ნიაზოვი გვიან ღამით სასწრაფო დახმარების მანქანით საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კურიერის ინფორმაციით, მას თავის არეში აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა. როგორც დაშავებული ამბობს, დაზიანება გამგებელმა ბლაგვი საგნით მიაყენა.

ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარს აცხადებს სოფლის გამგებელი. მუხტარ ისმაილოვიც საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა კამერებთან საუბარი არ სურს. ექიმის ინფორმაციით, მას დაზიანებები არ აღენიშნება და საავადმყოფოში თავის ტკივილის ჩივილით მივიდა. 

კურიერი მის მეუღლესთან შეეცადა გასაუბრებას, თუმცა კამერასთან საუბარი არც მან ისურვა.

დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, მოქალაქე სოფლის გამგებელს მიწების გასხვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საავადმყოფოში იმყოფებოდა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატიც.


დღის ამბები