19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ISIS მსოფლიოს გლობალურ საფრთხედ არის დასახელებული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ISIS-ის ტერორისტებმა 2015 წლის განმავლობაში ტერაქტი 92 ქვეყანაში მოაწყვეს, მათგან ყველაზე ხშირად - ავღანეთში, ერაყში, პაკისტანში, ინდოეთსა და ნიგერიაში.

ანგარიშში საუბარია საქართველოს შესახებაც, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო არის ISIS-ს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და ის წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორს. აქვე ნათქვამია, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ანტიტერორისტულ საქმიანობაში.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯები საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმც ის, რომ თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, ამცირებს ქვეყნის უნარს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხაზის უსაფრთხოება მის სეპარატისტულ რეგიონებში. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დანაყოფები კარგად შეიარაღებულები და გაწვრთნილები არიან.

აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ჯასტინ სიბრელის თქმით, ირანი ტერორიზმის დამფინანსებელ წამყვან ქვეყნად რჩება, შტატები კი განაგრძობს მუშაობას ირანის მხრიდან ტერორიზმის დაფინანსებისთვის ხელის შესაშლელად. 

 

დღის ამბები