რუსთავი 2-ის პროცესსა და მოსამართლის შესაძლო დანაშაულზე კომენტარი გააკეთა ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ.
მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია გუჯაბიძეზე და არ გამორიცხა, რომ ეს არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. რაც შეეხება პროცესს, მან წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავა.
„მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი სიცრუე, როგორც ხდება ხოლმე რუსთავი 2-ის ეთერიდან სიცრუის პროპაგანდა. ეს არ არის რაღაც სიახლე. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ასე ხდება. რაც შეეხება პროცესს, რომელიც მიდის რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დაველოდოთ. წინასწარ რაიმე კომენტარების გაკეთება იქნებოდა არასწორი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.